მოგესალმებით!

ამ ბლოგის ავტორი არც ბოდიბილდერი ვარ და არც ფიტნეს ექსპერტი. უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელიც დაინტერესებულია ფიტნესით და ჯანსაღი ცხოვრების წესით. აქტიურად ვარჯიშობ და ვსწავლობ ფიტნესის საფუძვლებს.

ამ ბლოგის მთავარი იდეაა, რომ გაგიზიაროთ თქვენ ჩემი ცოდნა, პროგრესი და ის, რაც თავად ვსწავლობ ყოველდღიურად.



რას გთავაზობთ?

  • უბრალო და გულწრფელ რჩევებს, რომლებიც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარეობს.
  • ინფორმაცია, რომელიც თვითონ ვიპოვე და გამოსადეგად ვთვლი.
  • სივრცეს, სადაც ყველას შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ და გავიზარდოთ.

რა იქნება მომავალში?

მინდა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება დროთა განმავლობაში გაიზარდოს. ვარჯიშის გზაზე თქვენთან ერთად ვაპირებ სიარულს.

თუ თქვენც ისევე სწავლობთ ფიტნესს ან უბრალოდ გინდათ ვინმეს გამოცდილების გაზიარება, ეს ბლოგი სწორედ თქვენთვისაა. მოდით, ერთად ვიზრუნოთ პროგრესზე! 😊